დამზადებულია საქართველოში. იყიდება ევროკავშირში.

დამზადებულია საქართველოში. იყიდება ევროკავშირში.

დიდი ქალაქებიდან მაღალმთიან სოფლებამდე, მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა. საქართველოში რეგისტრირებული, აქტიური ბიზნესის 90% სწორედ ამ დინამიურ და სწრაფად განვითარებად სექტორს შეადგენს. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები მზად არიან ბიზნესის უფრო მდგრადი მოდელები დანერგონ, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გააკეთონ ინვესტირება და თავისი პროდუქცია თუ სერვისი საერთაშორისო ბაზრებზე წარადგინონ. ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), „საექსპორტო ბაზრებზე წვდომის“ პროექტის ფარგლებში, მხარს უჭერენ ქართული ბიზნესის ევროპულ მომავალს. ვიდეო შექმნილია დემლაბის მიერ ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის რესპონდენტებს და შესაძლოა, არა ასახავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის თვალსაზრისს.